Monday, May 18, 2015

დღე მეცხრე

გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას, დავასრულეთ. შემდეგ დავიწყეთ პრეზენტაციები.
გამომსვლელი-N137 სკოლა, მათემატიკის პედაგოგი მარინა აბაშია, თემა- სამკუთხედების მსგავსების ნიშნები-მომხსენებელმა ისაუბრა პროექტის გარსემო, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,  ვუსურვეთ წარმატება.
გამომსვლელი- N 107 სკოლა,ქიმი -ბიოლოგიის მასწავლებელი,  თემა- ,,ჩვენც ბუმების სვილები ვართ'' თემა ძალიან საინტერესო და აქტუალურია, მასალები ძალიან საინტერესო იყო.
გამომსვლელი- მედეა სალია, N137 ,სკოლა ქართული ენა და ლიტერატურა-თემა ,,მარტოობის ორდენის მარგალიტი''= პრეზენტატორმა ორიგინალური და ძალიან ლამაზი პრეზენტაცია შემოგვთავაზა, მისი პროექტი მოიცავდა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოური ლიტერატურის წარმომადგენლების ცხოვრებას.
გამომსვლელი-ნინო შავკააციშვილი-N97 სკოლა თემა-,,ჰაერის ხარისხის კონტროლი''. გამომსვლელმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია დღეს  აღნისნული პრობლემა და მისი კონტროლის აუცილებლობა.
გამომსვლელი-რიტა გურული- N 97 სკოლა- თემა- ,,დროის სწორად გამოყენება''- რიტამ ისაუბრა მოსწავლეთა მიერ დროის სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე,მათი კვლევების შედეგებზე.
გამომსვლელი- მაია  ბახტურიძე- N 97 სკოლა, თემა-,,თბილისის ღირშესანიშნაობები'',
მაიამ გაგვაცნო პროექტით გათვალისწინებული გაწეული საქმიანობის შედეგები .
გამომსვლელი- ნანა ჯანაშვილი-N 179 სკოლა, თემა- საზომი ერთეულები.
გამომსვლელი-  თამარ გოგიჩაიშვილი-N51 სკოლა, თემა-,, თამბაქო ადამიანის ცხოვრებაში''- გამომსვლელმა ისაუბრა მოსწავლეთა მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ.
გამომსვლელი- ნათია კაპანაძე-N51 სკოლა- თემა,,ჯანსაღი კვება''. პრეზენტატორმა გაგვაცნო   ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და აქტუალურობა.
გამომსვლელი: გიორგი არჩაია- სკოლაN2 -თემა,, ჯანმრთელი თაობა''.
 გამომსვლელი- ირაკლი მენთეშაშვილი- სკოლაN2-  თემა,, გზა ჯანმრთელობისათვის''.
მეც ვისაუბრე საკუთარი პროექტის შესახებ.

Sunday, May 17, 2015

დღე მერვე

გავეცანით მე-7 მოდულში ფასილიტაციის მეთოდებს,  გავეცანით  გუგლ ფორმების გამოყენებით მოსწავლეთა დამხმარე კითხვარებს.დავასრულეთ პროცედურები. გადავამოწმეთ საკუთარი პროექტის საქაღალდეები, მოვაწესრიგეთ პორფოლიო.

Tuesday, May 12, 2015

მე-7 დღე

მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავეცანით გარდნერის მრავალხრივი განვითარების თეორიას რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერას , მოსწავლეთა სწავლის სტილისა და მონაცემთა დასადგენად შევქმენით თვითშეფასების ფორმა.ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და განთავსება , გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო.

Sunday, May 10, 2015

დღე მეექვსე

დავასრულეთ სლაიდზე მუშაობა, ვისწავლეთ ფონის შექმნა და სურათის დადება, გადავიტანეთ გამოყენებული ლიტერატურა,ჩვენს ბლოგზე შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი, ვისწავლეთ , როგორ დავმალოთ ან გამოვაქვეყნოთ საკუთარი ინფორმაცია, გავიზიარეთ კოლეგების ნაშრომები და  დავაკომენტარეთ.  გაბეცანით მე-5 მოდულის მასალებს, გადავაკეთთ შეფასების რუბრიკა ჩავწერეთ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკა.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, May 9, 2015

გავეცანით მესამე  მოდულის მეთოდებსა და უკუკავშირებს, საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას მესამე მოდულში, შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელშიც შევიტანეთ მოძიებული საიტების მისამართები, გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.ჩვენი პროექტის გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს და ვისწავლეთ კომენტირება.

Sunday, May 3, 2015

დღე მეოთხე

გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების ხუთ მიზანს. შევარჩიეთ შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები.  სხვადასხვა ეტეპისათვის , მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად შევქმენით ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე'' სქემა და  ავტვირთეთ დაივზე.აქვე შევქმენით პოცედურების ახალი ფაილი და განვათავსეთ დრაივზე.

Saturday, May 2, 2015

მესამე დღეს  ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე,   გადავხედეთ სტანდერტების  ინდიკატორები შეესაბამებოდა თუ არა მაღალ სააზროვნო დონეს, რომელშიც დაგვეხმარა ბლუმის თაქსონომია, გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს და  გადავითანეთ პროექტის გეგმაში. დრაივზე ავკრიფეთ ჩვენი პორტფოლიო.

Sunday, April 26, 2015


მეორე დღე
 მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები ,  შევქმენით   პროექტის გეგმა, რისთვისაც განათლების სამინისტროს გვერდიდან ვისარგეებლეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მაღალ სააზროვნო  უნარებზე  გათვლილი  ინდიკატორებით,  ბუკლეტის შესაქმნელად ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები,  განვათავსეთ აუდიო- ვიდეო სურათებში და შემდეგ გადავიტანეთ თავად ბუკლეტში. გადავაგზავნეთ საკუთარ
  მეილებზე საშინაო დავალებაზე სამუშაოდ.  

Saturday, April 25, 2015

პირველი დღე

გავეცანით ერთმანეთს, ვისწავლეთ ვიუვერის  გამოყენება,  გავეცანით მოდულებსა და მათში შემავალი  პუნქტების შინარსობრივ და ფუნქციურ მნიშვნელობას,  შევქმენით საქაღალდეები,. და შევისწავლეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი   .ვისწავლეთ რომელ საქაღალდეში რა დოკუმენტი უნდა შევინახოთ . გავეცანით პროექტის მახასიათებლებს.შევქმენით ბლოგები . დაგვევალა  პროექტის  მოკლე მონახაზის შექმნა.